საქართველოს პრეზიდენტი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწროსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო.

მშვიდობის ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება. ღონისძიებას 70-მდე სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირი და საერთშორისო ორგანიზაციის ლიდერი დაესწრო.

მშვიდობის ფორუმზე განხილვის ძირითადი თემები მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ციფრული და სხვა ახალ ტექნოლოგიები, ასევე ინკლუზიურ ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხებია.