საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – – 4,354,423 მგზავრს მოემსახურა. რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 3,550,711 მგზავრი).
ოქტომბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335,094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 284,329 მგზავრი ). ხოლო 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი 2,724,740 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის ოქტომბერში 78% გაიზარდა და 62,000 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ოქტომბერი 34,874 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39% მეტია. (2017 წლის 10 თვე 359,961).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 41,980 მგზავრმა ისარგებლა. რაც 11% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ოქტომბერი 37,660 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 19 %-ით გაიზარდა და 555,693 მგზავრი შეადგინა. (2017 წელი 466,010 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 10 თვეში 7601 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 362 რეისი შესრულდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018