საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება

საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდებააღმოსავლეთ საქართველოში დღეს შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12 ნოემბერს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

11–12 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16–21 გრადუსი იქნება. 12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსვლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20–25 მეტრი იქნება.

11 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 12–17 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ნოემბერს – 9–14 გრადუსი. თბილისში 12 ნოემბერს – 12–13 გრადუსი იქნება.