საზმაუს თიბისიმ 45 მილიონი ასესხა

საზმაუს თიბისიმ 45 მილიონი ასესხასახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონიანი დაფინანსების პარალელურად, საზოგადეობრივი მაუწყებელი დამატებით კიდევ 45 მილიონს სესხად “თიბისი ბანკიდან” იღებს.

მიზეზი სრული ტექნიკური გადაიარაღებაა. თანხმობა მენეჯმენტს სამეურვეო საბჭომ უკვე მისცა.

ბორდის წევრების ნაწილის განცხადებით, ისინი მონიტორინგს გაუწევენ თანხის ხარჯვის პროცესს, რათა მილიონობით ლარი რეალურად დაიხარჯოს იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც მაუწყებელმა სესხი აიღო.

რუსთავი 2