“შეხედეთ, რამდენი ხალხი ჰყავთ ნაყიდი 30 ლარად. ინდაური ღირს 45 ლარი და ხალხის ხმა 30 ლარი?!”

"შეხედეთ, რამდენი ხალხი ჰყავთ ნაყიდი 30 ლარად. ინდაური ღირს 45 ლარი და ხალხის ხმა 30 ლარი?!"ფოთში, მე-17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს რიგში დგომა მოუხდათ, ამომრჩეველთა ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ მათ ხელზე მარკირების სითხე დაუფიქსირდათ, რის გამოც ხმას ვერ მისცემდნენ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ არჩევანის გასაკეთებლად პირველად მივიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარკირების აპარატი მწყობრიდან იყო გამოსული.

ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს მათ მხარდამჭერებს, ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.

„იციან თავიანთი ამომრჩევლები და ვინც მათ არ აძლევს ხმას, ისინი კიბეებზე გააჩერეს და არ უშვებდნენ შიგნით. უთხრეს, რომ მონაწილეობა უკვე მიიღეთ არჩევნებში და ახლა წაბრძანდით სახლშიო. სამჯერ მოვიდა ერთი და იგივე ამომრჩეველი, რომ არჩევანი გაეკეთებინა, სამჯერვე უკან გააბრუნეს. მესამე მოსვლაზე მე შევხვდი, კიბე სავსე იყო ადამიანებით, რომლის შეშვება არ უნდოდათ და მიზეზად მარკირების ფანარის გაფუჭებას ასახელებდნენ.

შეხედეთ, რამდენი ხალხი ჰყავთ ნაყიდი 30 ლარად. ინდაური ღირს 45 ლარი და ხალხის ხმა 30 ლარი?! ეს მთავრობა ყველაფერს კადრულობს“, -განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ შეფერხება მარკირების ფანარის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

„კომისიის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ფანარის დანათების შემდეგ აღმოაჩინა კონკრეტული პირები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მარკირებაგავლილი, შესაბამისად, ეს ადამიანები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. მოიტანეს ახალი მარკირების ფანარი და პრობლემა აღმოიფხვრა“, – განაცხადა 70-ე საოქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ.

ინტერპრესნიუსი