შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო„ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო შსს-მ მოკვლევა დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა  P.S.-ში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო.

კადრები, რომელიც P.S.-მა ექსკლუზიურად მოიპოვა-საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას. ის ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება. 

ჩანაწერი 2017 წლის ივლისშია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე  გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ირკვევა, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სახიფათოდ მოძრავი მანქანა პირველად ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა და მძღოლს გაჩერებისკენ მოუწოდა, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემდეგ პატრული იძულებული გახდა, შავ მერსედესს დადევნებოდა

P.S.-ის წყაროს ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, მას მისცეს ბრძანება, რომ სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა ლაშა ნაცვლიშვილი და არც კი ეფიქრა მის ხელმეორედ გაჩერებაზე ან, მითუმეტეს, დაჯარიმებაზე.

შსს-ს ინფორმაციით, შემოწმების ფარგლებში, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი.