შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1981 წელს დაბადებული დ.წ., 1989 წელს დაბადებული ა.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.