სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებსმადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე  სავარაუდოდ  გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რადგან ატლეტიკო მას ძალიან დიდ ანაზღაურებას სთავაზობს. ახალი კონტრაქტის მიხედვით სიმეონეს ხელფასი ატლეტიკოში 20 მილიონ ევრომდე იქნება, რაც სიმეონეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცევს.

დიეგო სიმეონე ატლეტიკოში 2012 წლიდან მუშაობს და მასთან ერთად ატლეტიკომ ბევრ წარმატებას მიაღწია, ხოლო 2014 წელს კი მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგეს.