სროლა კალიფორნიის ბარში – დაიღუპა 12 ადამიანი

სროლა კალიფორნიის ბარში - დაიღუპა 12 ადამიანიკალიფორნიის შტატში, ქალაქ თაუზანდ-ოქსში ბარში სროლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ვენტურას ოლქის შერიფზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის თავად თავდამსხმელიც.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, მამაკაცმა ბარის შესასვლელთან ჯერ დაცვის წევრს ესროლა, ხოლო შემდეგ ბარში შევიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს შორის შერიფის მოადგილეა.

ინტერპრესნიუსი