სროლა ფლორიდაში – 2 ადამიანი დაიღუპა

სროლა ფლორიდაში - 2 ადამიანი დაიღუპაორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ფლორიდაში ერთ-ერთ მაღაზიასთან ატეხილი სროლისას. ამის შესახებ გამოცემა Miami Herald-ი წერს.

ინციდენტი პარასკევს გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელის ვინაობა ცნობილი არ არის და ჯერ არც ინციდენტის მიზეზები დაუდგენიათ.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, დაღუპულია ერთი კაცი და ერთი ქალი.

იმედინიუსი