სუარესი ორი კვირა იუქმებს

სუარესი ორი კვირა იუქმებსბარსელონას ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ორი კვირის მანძილზე იუქმებს და ეს ბარსელონასთვის დიდი დანაკლისია, რადგან ამ ხნის მანძილზე კატალონიელები 4 შეხვედრას ჩაატარებენ.

სუარესმა ტრავმა ატლეტიკოსთან შეხვედრის დროს მიიღო, თუმცა მან მატჩის ბოლომდე ითამაშა და შესაძლოა ტრავმა გაიმიზეზა. სუარესის არყოფნის გამო, შესაძლოა ბრაზილიელ მალკოლმს მიეცეს მეტი შანსი, რომელიც იშვიათად გამოდის მოედანზე.