“ტელეიმედმა მარიხუანის საწინააღმდეგო გადაცემა დაბლოკა”

"ტელეიმედმა მარიხუანის საწინააღმდეგო გადაცემა დაბლოკა"ტელეკომპანია „იმედი“ მარიხუანას კულტივაციის საწინააღმდეგო გადაცემას ეთერში არ უშვებს.

ამის შესახებ ფეისბუქში გიორგი მიქანაძე წერს.
„ცუდი ამბავი მაქვს – რა ხდება ტელეკომპანია “იმედის” თავს?!

მარიხუანას თემაზე ორი თვეა ჩაიწერა გადაცემა „პრაიმ შოუში“ და არ უშვებენ აშკარად ეთერში.

გადაცემაში მონაწილეობდა ლადო კახაძეც, ორი სასულიერო პირი, იყვნენ სხვა მხარეებიც. რა თქმა უნდა, სუსტი იყო პოზიცია ოპონენტებისა.

საბოლოო პათოსი იყო ისეთი, რომ ყველა შეთანხმდა ამ პოლიტიკის და თანმიმდევრულობის ფორსირებულ სიბეცეზე. მათ შორის აქტიურად და სიტყვაწყლიანად ლადო კახაძე გამოირჩეოდა, რომელსაც კულტივაციისა და პლანის ამ კამპანიის სერიოზული წინააღმდეგი იყო.

არადა… ეს გადაცემა ისე წავიდა, იქნებოდა სერიოზული ლაკმუსის ქაღალდი. ყველაფერი თეთრით შავზე დაიდო!

არ ვიცი კულუარებში რა მოხდა – სარედაქციო პოლიტიკაა, სამთავრობო პოლიტიკაა, – არ ვიცი.

საკმაოდ საგანგაშო რამ არის სიტყვის თავისუფლებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის მხრივ. ერთადერთია, მიზანმიმართულად კეთდებოდეს იმდენად მძიმე რამ ამბავი არის. ესეც პრობლემაა.

მიუხედავად ჩემი სოლიდარობისა და პატივისცემისა ჟურნალისტური და საპროდუსერო გუნდის მიმართ, არაერთხელ ვყოფილვარ სტუმრად, მე ამ გადაცემაში აღარ მივალ. მართალია, ერთი რიგითი ვიყავი, თუმცა პირადი გამორჩენისთვის არასდროს მიაქტიურია. ყოველთვის, როგორც რიგითი მოქალაქე ვაფიქსირებდი აზრს. და ასე რიგითები ვართ მოქალაქენი.

კარგი, შეიძლება არ მეთქვა და თავი შემეკავებინა… მაგრამ განა იქ მიწვეული სტუმრების, წამყვანების, ჟურნალისტების, პროდუსერების, მაყურებლების შეურაცხყოფა და გაბაიბურთება არ არის? ან იმ ახალგაზრდებისა, ვინც ამ გადაცემას ნახავდნენ და ბევრ რამეს გაუსწორებდნენ თვალს?

მივედით, დავიხარჯეთ, გავისარჯეთ, ვიფიქრეთ, ვიაზროვნეთ, ვიკამათეთ…

P.S. უდიდესი პატივისცემით ვარ ბადრი პატარკაციშვილის და მისი ოჯახის მიმართ. შევხვედრილვართ და პროექტის დაფინანსებაზეც გვქონდა დიდი მოლაპარაკებები და სწორედ მაშინ მოხდა ის სამწუხარო ამბები. დედამისთან, მის დასთან ერთად, საპატიო სუფრაზეც კი ვმჯდარვართ, მართლა უთბილესი ხალხი და დიდი პატივისცემით.”

ნიუპოსტი