თამარ ჟვანია ბიძინა ივანიშვილთან შუშის სასახლეში მივიდა

თამარ ჟვანია ბიძინა ივანიშვილთან შუშის სასახლეში მივიდაცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ბიძინა ივანიშვილს ხვდება. მოლაპარაკებები არჩევნების თარიღზე შუშის სასახლეში მიმდინარეობს – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო 2020 ნიუსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჟვანიასა და ივანიშვილს შორის არაფორმალური შეხვედრა დღეს დილიდან ორჯერ გადაიდო.

არჩევნების თარიღი კი საარჩევნო კომისია დღის პირველ საათზე უნდა გამოეცხადებინა თუმცა, სხდომა საღამოს შვიდ საათამდე გარუკვეველი მიზეზით გადაიდო.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, არჩევნები შუა კვირაში დანიშნოს.

რუსთავი 2