თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი საქორწინო კორტეჟი ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან 2 მძიმედ – ვიდეო

თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი საქორწინო კორტეჟი ავარიაში მოჰყვა - დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან 2 მძიმედ  - ვიდეოთერჯოლის გადასახვევთან, ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა. ვიდეოს ტვ პირველი ავრცელებს.
როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/327385558045025/