თბილისის მეტროს სადგურები დროებით დახურული იყო – რა მოხდა ავლაბარ-300 არაგველის მონაკვეთზე

თბილისის მეტროს სადგურები დროებით დახურული იყო - რა მოხდა ავლაბარ-300 არაგველის მონაკვეთზეთბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს, შეფერხება ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა, რომელიც დეპოში გადაყვანას საჭიროებდა.

მატარებელი დროებით „ავლაბარ“-„300 არაგველის“ მონაკვეთზე იყო გაჩერებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფერხებული იყო პირველ ხაზის მუშაობა. დროებით დახურული იყო მეტროს სადგურები.

ამ ეტაპზე მოძრაობა ორივე ხაზზე სრულად აღდგენილია, თუმცა სადგურები მგზავრებითაა გადაჭედილი.