თბილისში სკოლის დირექტორი მშობელმა დაკბინა

თბილისში სკოლის დირექტორი მშობელმა დაკბინაფეისბუკმომხმარებელი ნინო სტურუა სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ ამბავზე წერს:
„რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს ისე უკბინა, რომ დირექტორს შრატი დაადეს და მშობელზე საქმეა აღძრული!!!

( თემა კი არის კატასტროფა, მაგრამ მაინც ძალიან მეცინება და მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ)

ამბავი კი ასე დაწყებულა:

მეოთხე კლასის მოსწავლის, საკმაოდ რთულად აღსაზრდელი ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარეს.

მივიდა მამა და აგინა მასწავლებლებს.

საქმე-გაშველებაში დირექტორიც ჩაერთო, რომელსაც კი აღარ აგინა, უკვე გალახა და მოგერიების პროცესში ისე უკბინა, რომ ექიმი და პოლიცია ერთად გახდა საჭირიო…

ხო, ნუ… ბავშვი მეოთხე კლასშია და რატომაა აგრესიულიო უკვირთ…”- წერს ნინო სტურუა ფეისბუკზე.

ნიუპოსტი