თეონა გეგელია – „რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია, გავიდნენ მორალის და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან” – ვიდეო

თეონა გეგელია - „რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია, გავიდნენ მორალის და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან" - ვიდეო“რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზაზა ოქუაშვილის ტელეიმედთან ინტერვიუს შესახებ “იმედი” ეხმაურება.

“რუსთავი 2”-მა გაავრცელა სასაცილო ტყუილი, რომ თითქოს “იმედის” ჟურნალისტებს და ომეგას დამფუძნებელ ოქუაშვილს შორის რაღაც ფარული მიმოწერა არსებობს და ეს ფარული მიმოწერები აქვს რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა თეონა გეგელიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია გავიდნენ მორალის და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან. კარგია რომ ნერვიულობთ… როგორც ჩანს კარგად გამოგვდის თქვენი ტყუილების მხილება“, – აცხადებს ტელეწამყვანი და „რუსთავი 2-ის“ „ნორმალურ თანამშრომლებს“ გამძლეობას უსურვებს.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილს, თეონა გეგელია მას იმედის ეთერში იწვევს და ჰპირდება რომ მას მეტყველებას აქ ბევრად უკეთ გაუტიტრავენ.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ტელე “იმედის” ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს. ამის შესახებ ოქუაშვილმა გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” განაცხადა.

“ომეგა ჯგუფის”  დამფუძნებლის განცხადებით, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ომეგა ჯგუფი” აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, “ქართუ ბანკმა” კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო.

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ომეგა ჯგუფს“ ჰქონოდა პოზიტიური განწყობა და სწორედ ამას მოჰყვა ის დავალებები, რომელიც შემდგომ მას უნდა შეესრულებინა.

რაც შეეხება რესტრუქტურიზაციას, მისი თქმით, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. მიზეზი კი სავარაუდოდ, სწორედ ის ყალბი ინტერვიუა, რომელიც “იმედის” ეთერში წინასაარჩევნოდ უნდა გასულიყო და არ გავიდა.

მას შემდეგ რაც ეს ინტერვიუ არ გავიდა ეთერში, ზაზა ოქუაშვილს “ომეგა ჯგუფის” ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრეს.

როგორც ოქუაშვილი „კვირის აქცენტებში“ ამბობს, ეს ინტერვიუ 27 ოქტომბერს უნდა გაეკეთებინა, ტექსტი კი წინასწარ იყო განსაზღვრული.

პრაიმ ტაიმი