თსუ-ში დღეს სენატისა და თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება

თსუ-ში დღეს სენატისა და თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სენატისა და თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე სტუდენტები პირდაპირი წესით 140 დელეგატს აირჩევენ.

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ის ყველა საფეხურის სტუდენტს. ხმის მიცემა 13 უბანზე იქნება შესაძლებელი. თავად ხმის მიცემის პროცედურა 10:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.