ტრამპმა გენპროკურორი სეშნსი მოხსნა

ტრამპმა გენპროკურორი სეშნსი მოხსნააშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯეფ სეშნსის გათავისუფლების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

გადადგომამდე ტრამპი სეშნსს ხშირად აკრიტიკებდა. ის ღიად აცხადებდა, რომ სეშნსის საქმიანობით უკმაყოფილო იყო.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჯეფ სეშნსმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების საქმის ზედამხედველობაზე უარი განაცხადა, რაც ტრამპთან შეთანხმებული არ იყო.

სეშნსის მოვალეობას დროებით იუსტიციის დეეპარტამენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მეთიუ უითეკერი შეასრულებს.

ინტერპრესნიუსი