ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმადონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

ეს შეხვედრა G20-ის სამიტზე არგენტინაში უნდა გამართულიყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეცნო მოხსენებას ქერჩის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ.

პუტინისა და ტრამპის ბოლო შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში პარიზში შედგა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.