ცემა-ტყეპა რუსთაველზე – ზაზა სარალიძე ცუდად გახდა

ცემა-ტყეპა რუსთაველზე - ზაზა სარალიძე ცუდად გახდარუსთველის გამზირზე ვითარება დაიძაბა, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებთან.

დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ.

აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დაიგეგმა.