წერეთელზე მერსედესის ჯიპი 2 ქვეითს დაეჯახა

წერეთელზე მერსედესის ჯიპი 2 ქვეითს დაეჯახათბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, „მერსედესის“ მარკის „ჯიპი“ ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.