წითელ ხიდზე ტაქსს თავს 5 შეიარაღებული პირი დაესხა

წითელ ხიდზე ტაქსს თავს 5 შეიარაღებული პირი დაესხაწითელ ხიდზე ტაქსს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა. ბოროტმოქმედები მანქანაში მყოფ პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტაქსის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დაზარალებული ტაქსის მძღოლის შვილი აცხადებს, რომ გზაზე მოძრავ მანქანას რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა გზა გადაუღობა და მგზავრებს გაზის იარაღიდან ესროლა.

„მამაჩემი ტაქსისტია. წითელი ხიდიდან კლიენტები მოჰყავდა. დაახლობით დილის 10 საათზე ამ გზაზე ბეემვეს მარკის მანქანა დაედევნა და გზა გადაუღობა. შემდეგ 4-5 ნიღბიანი პირი გადმოვიდა მანქანიდან, ისროლეს გაზის იარაღიდან, ყველა ნახევრად გათიშული იყო. მამაჩემი სასტიკად უცემიათ. კლიენტებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, მაგრამ მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გარკვეულ ოდენობით ფული და მანქანის გასაღები წაუღიათ. სისხლის კვალი აქ ახლაც ჩანს. მამაჩემი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”- ამბობს ინურ მამედოვი.

თვითმხილველი აღნიშნავს, რომ წითელ ხიდზე ყაჩაღობის და ქურდობის ფაქტს პერმანენტული ხასიათი აქვს.

„ჩვენ წითელი ხიდიდან მოვდიოდით და ეს ფაქტი დაგხვდა გზაზე. რომ ჩამოვედი ჩემი თანასოფლელი ტაქსისტი დასისხლიანებული ვნახეთ. ვიღაც ნიღბიანები მას და მანქანაში მყოფ პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფული წაართვეს. ყველაზე სასტიკად ტაქსისტია ნაცემი. ნაცემი პირები რომლებიც ტაქსში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ. საშინელება ხდება, აქ ყოველდღე ქურდობა და ყაჩაღობაა“- აცხადებს ეჰტირამ აჰმედოვი.