ცოტნე გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე – ”რა იცის ქართუბანკის კრედიტებმა, აუჰ”

ცოტნე გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე - ”რა იცის ქართუბანკის კრედიტებმა, აუჰ”გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის გვერდზე საკუთარ მხარდაჭერად გაასაღა ხატია ბუნიათიშვილის პოსტერი, რომელიც ფილმის ”48 საათი საქართველოში” პრეზენტაციას ეძღვნებოდა.

მოგვიანებით ზურაბიშვილმა ფეისბუქიდან ეს პოსტი წაშალა, დღეს კი განაცხადა, რომ მისი პოსტი ხუმრობა იყო, რომელიც ქართველებმა ვერ გაუგეს.

ამასთან დაკავშირებით ცოტნე გამსახურდიამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

”ახლა უცებ წარმოვიდგინე, მამაჩემის დროს ფეისბუქი რომ ყოფილიყო და ასეთი მდაბიო მეთოდები გამოეყენებინა და მერე ბოდიშები ეხადა, ხომ შეუძლებელია? ? რა იცის ქართუბანკის კრედიტებმა, აუჰ ?”