უკრაინაში შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს – რუსულმა ხომალდებმა უკრაინულ კატარღებს ესროლეს

უკრაინაში შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს - რუსულმა ხომალდებმა უკრაინულ კატარღებს ესროლესუკრაინაში შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს, ქერჩის ყურეში რუსული ხომალდების მიერ უკრაინული კატერებზე თავდასხმისა და დაკავების გამო. აღნიშნულ საკითხს დღეს უმაღლესი რადას სხდომაზე განიხილავენ.

ასევე შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც გაიმართება.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგენო სხდომა გუშინ პრეზიდენტ პოროშენკოს მოწვევით გაიმართა, რომელზეც საომარი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე იმსჯელეს. უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო უმაღლეს რადასგან 60 დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან პარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

ნიუპოსტი