ვაჟა-ფშაველას გამზირზე 45 წლის ქალი მოკლეს – დააკავეს გ.ხ.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე 45 წლის ქალი მოკლეს - დააკავეს გ.ხ.მკვლელობა თბილისში – ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი პირი მოკლეს.  „კურიერი“ ინფორმაციით, ის ქალია.

მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.

გამოძიება 108-განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ადგილზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.