ვიქტორ იანუკოვიჩი საავადმყოფოში მოათავსეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 16 ნოემბერს მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერს, ვიქტორ იანუკოვიჩმა ტრავმა ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო.

უკრაინის ექსპრეზიდენტს მუხლისა და ხერხემლის ტრავმა აქვს. ის თავდაპირველად რეანიმაციაში, შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს.

ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთში წავიდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018