“ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა” – რუსთავში 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა – ვიდეო

"ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა" - რუსთავში 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა - ვიდეორუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამა “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მის შვილს მანქანა დაეჯახა და ხელი ჰქონდა მოტეხილი, რომელიც ოპერაციას საჭიროებდა.

“ბავშვი კარგად იყო სანამ საავადმყოფოში მივიდოდით გზაში მელაპარაკებოდა, ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა, მე ვფიქრობ რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს ბავშვი”, – განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის მამამ.

არსებული ინფორმაციით არასრულწოვანს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ასევე ვრცელდება ვერსია თითქოს პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მოზარდი რომელიც გადიყვანეს საავადმყოფოში, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო”.