ვლადიმერ ვაისი: ”შესაძლოა ყაზახეთთან სხვა მეკარე დავაყენო”

ვლადიმერ ვაისი: ”შესაძლოა ყაზახეთთან სხვა მეკარე დავაყენო”საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ანდორასთამ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ ის შედეგით უკმაყოფილოა. ვაისმა ასევე აღნიშნა რომ ყაზახეთთან შესაძლოა რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელები შეცვალოს და ეს მეკარესაც ეხება:

”შედეგით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ, თუმცა ახლა არ მინდა ცხელ გულზე საუბარი. რამდენიმე ფეხბურთელს თავის გუნდში სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ეს დიდი პრობლემაა. ყაზახეთთან სავარაუდოდ სხვა შემადგენლობას დავაყენებ და შესაძლოა მეკარეც შევცვალო”–განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.