“ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს“ – გიორგი ვაშაძე

“ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს“ - გიორგი ვაშაძესაქართველომ 28 ნოემბერს მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. არსებული მონაცემებით, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ გაიმარჯვა.

არჩევნების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა:

„დიდი მადლობა, ძალიან მაგრები ხართ, დიდი მადლობა იმ მართლაც შეუპოვარი ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ გუშინდელ დღეს.

რაც შეეხება აბსოლუტურ რეალობას, ჩვენ გვქონდა რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ძალადობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს იყო ადამიანების მასობრივი მოსყიდვა, ფულით, ტყუილით, უამრავი რამით. მეორე – ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც კი არ შეიძლება დავარქვათ ამას, პირდაპირ საარჩევნო უბნებზე გამგებლები და მერები და ყველა ეს ადამიანი.

მესამე – ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე, თავისუფლებაზე, პირდაპირი ძალადობა, როცა ადამიანებს აიძულებდნენ ბიულეტენები ეჩვენებინათ, ვინ შემოხაზეს და ვის დაუჭირეს კონკრეტულად მხარი.

მეოთხე – კარუსელების ტრიალი საარჩევნო უბნებზე.

მეხუთე – ალბათ ყველაზე საგანგაშო, ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს, რომელთან ერთადაც გვერდი-გვერდ იდგნენ საჯარო მოხელეები, გამგებლები, საკრებულოს ხელმძღვანელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, პოლიცია, პოლიციის წარმომადგენლები და კრიმინალები ერთად იდგნენ საარჩევნო უბნებთან. ეს არის ალბათ ის ყველაზე საგანგაშო, სამწუხარო გარიგება, რომელიც მათ დადეს ქურდულ სამყაროსთან და ჩვენ გვაქვს სახელები და გვარები, იმ ეგრეთ წოდებული მაყურებლების ციხეებიდან, რომლებიც აიძულებდნენ ადამიანებს გუშინ, პატიმრებს დაერეკათ თავისი ოჯახის წევრებისთვის და ეს ყველაფერი გაეკეთებინათ.

მიუხედავად ამისა, იქ, სადაც ამ რაღაც კომპონენტებმა ვერ იმუშავა, ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენ მოვიგეთ 60-40-ზე, საქართველოში არის პირიქით ეს ყველაფერი. ეს არის აბსოლუტური რეალობა, ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეიარაღებული ძალები ერთადერთი ადგილია ავღანეთის, სადაც აფიქსირებს საკუთარ პოზიციას კონსოლიდირებულად, იქ გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შეიარაღებული ძალებისთვის არ არის მისაღები სალომე ზურაბიშვილი, როგორც ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, დღეს, 18 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიაში, სადაც გვექნება საუბარი ჩვენს სამოქმედო გეგმაზე, როგორ ვაპირებთ ამ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას, იმ კანონგარეშე დარჩენილ ქვეყანაში, რომელსიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე პროცესს და გუშინდელ დღეს, ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ალბათ უკანონობის ზეიმი, როცა არანაირი კანონი, არანაირი ნორმა, არანაირი სტანდარტი, არანაირი სამართალი ქვეყანაში არ მოქმედებდა, არანაირი პროცედურა დაცული არ იყო, ეს იყო უკიდურესად მძიმე სურათი და გარემო, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ქართული სამოქალაქო სექტორის მუშაობაში, რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს:

პირველი – „ძალა ერთობაშია“ შედგა, როგორც გაერთიანებული ოპოზიცია, მძლავრი კონგლომერატი, 11 პოლიტიკური სუბიექტით, რომელსაც უკვე მხარს უჭერს სხვა პოლიტიკური პარტიებიც და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება ეს ძალა.

მეორე – ჩვენ გვყავს ძალიან მაღალპროფესიონალური, ძლიერი გუნდი, რომელსაც კონკრეტულად აქვს გააზრებული, რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი.

მესამე – ჩვენ, ყველა მექანიზმს კანონის შესაბამისად მივმართავთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები, რომელიც არ არის ლეგიტიმური არჩევნები, რომ დავადასტუროთ ეს ყველაფერი, მათ შორის საერთაშრისო სამართლის მექანიზმებით.

უფრო დეტალურ სამოქმედო გეგმას დღეს 18:00 საათზე გაგაცნობთ ფილარმონიაში, სადაც შევიკრიბებით ყველა. ვიკრიბებით იმიტომ, რომ ბევრმა ჩვენმა მხარდამჭერმა გვთხოვა, რომ ერთობლივი დისკუსია და დიალოგი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ სამომავალო სამოქმედო გეგმებზე, ასე რომ წინ ძალიან დიდი გამარჯვებები გვაქვს, იმიტომ, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს სიცრუეზე, სიკეთე დაამარცხებს ბოროტებას აუცილებლად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს, საოცრად მაგარი შედეგი დავაფიქსირეთ ამ უკდიეგანო უკანონობაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.