ზეედორფს პრემიერ ლიგაში მუშაობა სურს

ზეედორფს პრემიერ ლიგაში მუშაობა სურსკლარენს ზეედორფმა განაცხადა მისი ოცნება პრემიერ ლიგაში მუშაობაა. ზეედორფის თქმით პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტურნირია, თუმცა იქ წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია:

”მწვრთნელისთვის ყველგან რთულია მუშაობა, რადგან წაგების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება და არა ფეხბურთელებს. მინდა რომ ჩემი თავი პრემიერ ლიგაში გამოვცადო, მაგრამ ამჟამად რომელიმე კონკრეტულ გუნდზე არ ვფიქრობ”–განაცხადა ზეედორფმა.

კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მანამდე კი ის ესპანურ დეპორტივოს ედგა სათავეში.