ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ევაკუირებულია – ოჯახები სასტუმროებში გადაანაწილეს

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ევაკუირებულია - ოჯახები სასტუმროებში გადაანაწილესზემო ფონიჭალაში, ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ევაკუირებულია.

23 ოჯახი კრწანისის გამგეობამ ოთხ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. დაზარალებული ოჯახების ნაწილმა კი ღამის ახლობლებთან გათენება არჩია. რამდენი ხანი მოუწევთ დაზარალებულებს სხვაგან ცხოვრება ეს შენობის მდგრადობის შესახებ ექსპერტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.

“ყველა ბინები არის დაზარალებული თითქმის, იმედი გვაქვს რომ ყველაფერს სწორად და კარგად გააკეთებენ,”-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, ნანა ბოხაშვილი.