ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა – 60 წლის მძღოლს მაშველები ეძებენ

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა - 60 წლის მძღოლს მაშველები ეძებენჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მყვინთავები. ადგილზე მყვინთავების მუშაობა საფრთხის შემცველია, რადგან ჟინვალჰესი სპეციფიკური ადგილია, წყალსაცავის სიღრმეში სხვადასხვა სახის გაყვანილობებია.

სამაშველო ოპერაციას კიდევ რამდენიმე გარემოება ართულებს: წყალსაცავის სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია, ადგილი სპეციფიურია,  ამავე დროს, სიბნელის გამო ხილვადობა ნულია.

ჟინვალჰესში ჩავარდნილი მამაკაცი 60 წლამდე ასაკისაა. სატვირთო მანქანაში მხოლოდ ის იმყოფებოდა.

ამ წუთებში მაშველები სპეციალისტებთან ერთად შემთხვევის ადგილს სწავლობენ.