ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.

რუსთავი 2