ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს – ბაკურ გულუა ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს - ბაკურ გულუა ჰოსპიტალში გადაიყვანესზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებს. ექიმების ცნობით, მამაკაცს ბარძაყის არეში, მრავლობითი ნაგლეჯი ჭრილობები აღენიშნება.

არსებული ონფორმაციით, დაჭრილი გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაკურ გულუაა. შს სამინისტრო დაჭრის ფაქტს ადასტურებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.