ზუგდიდში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს

ზუგდიდში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვესზუგდიდში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა და უბნებზე საარჩევნო კომისიის წევრებმა, მოვალეობის  შესრულებაზე უარი განაცხადეს.

მათ საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით, უკვე მიმართეს.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, ამ ადამიანებმა უარი თქვეს „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიღებული უკანონო დავალების შესრულებაზე.

კერძოდ; გრიგოლ ვაშაძის ბიულეტენების დანომრვაზე, რომ ისინი შემდგომ გაებათილებინათ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ.

რუსთავი 2