„100%-იანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს“ – გიორგი ქადაგიძე ვალების ჩამოწერის პროცესზე

„100%-იანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს“ - გიორგი ქადაგიძე ვალების ჩამოწერის პროცესზევალების ჩამოწერის პროცესი – საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკითხს ეხმაურება. ქადაგიძის თქმით, აღნიშნული პროცესი 100%-იანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს:

“ერთი წუთით გადავდოთ ე.წ ვალების ჩამოწერის პოლიტიკური შინაარსის საკითხი და მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ: ქვეყნის “პირველი პირი” აანონსებს “მთავარ ინიციატივას”, რომლის მოლაპარაკებების პროცესი, სამართლებრივი ჩარჩო, ინიციატივის გამოცხადება, ელემენტარული არითმეტიკა, ეკონომიკური ეფექტი და დღეს უკვე ტექნიკური შესრულებაც კი ხარვეზიანია. და ზუსტად ამით ის, სამწუხაროდ, 100%-იანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს“, – წერს ქადაგიძე “ფეისბუქზე”.