114 თანამშრომლის სამსახურიდან სავარაუდო დათხოვა – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობოების შეხვედრა იმართება

114 თანამშრომლის სამსახურიდან სავარაუდო დათხოვა - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობოების შეხვედრა იმართებაპრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება, რომლის მთავარი თემაც საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელი შეიძლება სამსახურის გარეშე დარჩეს.

მესამე სექტორი ინიციატივას არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს.

ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.