34 წლის მოშიმშილე პატიმარი გიო ფასიეშვილი გლდანის ციხეში გარდაიცვალა

34 წლის მოშიმშილე პატიმარი გიო ფასიეშვილი გლდანის ციხეში გარდაიცვალა34 წლის ოზურგეთელი პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა დღეს გარდაიცვალა

“გურიის მოამბის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გლდანის ციხის პატიმარი, ოზურგეთელი გიო ფასიეშვილი, რომელიც გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობდა, დღეს საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

აღნიშნულ კლინიკაში პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო გადაიყვანეს.

34 წლის ფასიეშვილი ერთი წლის წინ მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

ერთ თვეზე მეტია პატიმარი საკვებს პროტესტის ნიშნად არ იღებდა. მან უარი განაცხადა მედიკამენტოზურ მკურნალობაზეც.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ოზურგეთში, კრუპსკაიას ქუჩაზე ცხოვრობდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ.

ნიუპოსტი