5 საშინელი დაავადება, რომლის დროსაც აუცილებელია ყავის დალევა

5 საშინელი დაავადება, რომლის დროსაც აუცილებელია ყავის დალევაყოველდღიურად კაცობრიობა სვამს ორ მილიარდამდე ჭიქა ყავას, თითოეულ მოსახლეზე მოდის ოთხი კილოგრამი ყავა წელიწადში. ყავის მოხმარების საერთო ტენდენცია მსოფლიოში განუწყვეტლივ იზრდება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მასშტაბურმა გამოკვლევებმა, რომელშიც ჩართული იყო ას ოცდაათი ათასი ყავის მოყვარული, დაადგინა რომ ამ არომატული სასმელის ზომიერი გამოყენება იცავს ორგანიზმს მთელი რიგი საშიში დაავადებებისგან.

ყავის სარგებლობა ჯანმრთელობისთვის

1. მეორე ტიპის დიაბეტი – ყავის მოხმარება ზრდის იმ ცილის გამომუშავებას, რომელიც აკავშირებს სტეროიდულ ჰორმონებს, ტესტოსტერონს და ესტრადიოლს, ეს ჰორმონები კი განსაზღვრულ როლს თამაშობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში.

იმისათვის რომ შევამციროთ დიაბეტით დაავადების საფრთხე 50%-ით, მამაკაცებმა უნდა დალიონ დღეში დაახლოებით ექვსი ჭიქა ყავა. ქალები ექვსი ჭიქა ყავისგან იღებენ უფრო მცირე ეფექტს – დიაბეტით დაავადების საფრთხე მცირდება მხოლოდ მესამედით.

2. ღვიძლის დაავადებები – დღეში ორი ჭიქა ყავის მოხმარება ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს 40%-ით. ორი ჭიქა შავი ყავა დღეში ხელს უწყობს ღვიძლის ციროზისგან სიკვდილიანობის რისკის დაქვეითებას 70-მდე. მიაქციეთ ყურადღება, რომ საუბარია იმ ციროზზე, რომლის მიზეზსაც არ წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტი.

3. პარკინსონის დაავადება – მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოფეინის გონივრულ დოზებში მოხმარების ზრდა, პირდაპირ არის დაკავშირებული პარკინსონის დაავადების სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებასთან, იმდენად რამდენადაც კოფეინი ბლოკირებას უკეთებს უჯრედში განსაზღვრულ სიგნალებს, ამ სიგნალების მიხედვით კი გადაეცემა დაავადების გამომწვევი ინფორმაცია.

4. გულის უკმარისობა – ზომიერი რაოდენობის ყავა გვიცავს ასევე გულის უკმარისობისგან, ასევე მეცნიერები ზომიერ რაოდენობაში გულისხმობენ დღეში სამ-ოთხ ჭიქას. იმ ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტის განმავლობაში სვამდნენ ყოველდღიურად ოთხ ჭიქას, გულის უკმარისობის რისკი 11%-ით უქვეითდებოდათ, მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ მოიხმარდა ყავას.

5. მსხვილი ნაწლავის კიბო – ერთი-ორი ჭიქა ყავა დღეში აქვეითებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 26%-ით. სამ ჭიქაზე მეტი 50%-მდე.

ყავა და ჯანმრთელობა – ეს ძალიან ფართო თემაა, დაავადებების პროფილაქტიკასთან ერთად ყავა ავლენს სხვადასხვა მასტიმულირებელ მოქმედებას. კოფეინი გვეხმარება ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, მოქმედებს რა ნივთიერებათა ცვლაზე და ასტიმულირებს გლიკოგენის გახლეჩვას.

გახლეჩვის დროს გამოყოფილი გლუკოზა ხვდება სისხლში და ქმნის დანაყრების შეგრძნებას. ერთი ჭიქა ყავა საშუალებას გვაძლევს ვარჯიშის დროს 30%-ით უფრო ეფექტურად დავწვათ კალორიები. ასევე დადგენილია, რომ ყავა ასტიმულირებს სეროტონინის – ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას, ამიტომ ყავის მსმელებში სუიციდის რისკი რამდენადმე მცირეა.

უპირობო, რომ ყველა ზემოაღწერილი ჭეშმარიტია მხოლოდ ხარისხიანი და სწორად მოხარშული, მარცვლოვანი ყავის გამოყენებისას.