7 წლის გოგონა – “30 წლის კაცმა პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა” – რა მოხდა გლდანში

7 წლის გოგონა - "30 წლის კაცმა პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა" - რა მოხდა გლდანშითბილისში, გლდანში მე-7 მიკრორაიონში 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

7 წლის გოგონას თქმით, აღნიშნულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.

„30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი” – აღნიშნა ერთ-ერთმა გოგონამ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება და ამოღებულია სათვალთვალო კამერები.

ნიუპოსტი