ახალ კალედონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – მოსალოდნელია ცუნამი

ახალ კალედონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - მოსალოდნელია ცუნამიძლიერი მიწისძვრა და ცუნამის განგაში – ახალი კალედონიის ზღვისპირა რეგიონებში მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა.

7.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები ახალი კალედონიის სანაპიროსთან ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაფიქსირდა. განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა. სპეციალისტების დაკვირვებით, წყნარი ოკეანის ამ რეგიონში უკვე შენიშნეს ტალღები, რომელთა სიმაღლეც 3 მეტრს აჭარბებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რუსთავი 2