ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა

ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნაალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა. პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია გამართა.

“ჩვენი მიზანია საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა საზოგადოებიდან ახალი ლიდერების გაჩენით, ასევე, ინოვაციების დანერგვის და მოქალაქეთა ჩართულობის გზით, ადამიანებისთვის პერსპექტვის გაჩენა”- აცხადებენ მოძრაობაში.

მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის ჯანდაცვა, განათლება და ურბანული მიმართულებები.

ელისაშვილი ამბობს,რომ მოძრაობის წევრთა რიგებში მიიღებს ყველა მსურველს, ვინც მხოლოდ ორ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს: პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.

„ვეძებთ ადამიანი უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალი თავსი საქმის და მეორე ჩვენ ვეძებთ ჩვენს გარშემო კეთილსინდისიერ ადამიანებს. ეს ორად ორი კრიტერიუმია აუცილებელი.

მგონი ყველამ გავიაზრეთ,რომ მესიები არ არსებობენ, არ არსებობენ კეთილი მდიდარი ადამიანები ,რომლებიც ჩვენს მაგივრად მოაგვარებენ ჩვენს პრობლემებს,“-განაცხადა ელისაშვილმა.