ალიასკაზე 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ვიდეო

ალიასკაზე 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ვიდეოალიასკაზე 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არსებობდა ცუნამის წარმოქმნის საშიშროებაც, მაგრამ მოგვიანებით მოიხსნა.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები, გაიბზარა მიწა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ანკორიჯიდან ჩრდილოეთით 7.5 მილის დაშორებით მდებარეობდა.

მიწისძვრის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება 21.000 ოჯახს შეუწყდა.

მომხდარს პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში გამოეხმაურა.

მან გაამხნევა ალიასკის მცხოვრებლები და მოუწოდა, დაუჯერონ გამოცდილი პროფესიონალების რჩევებს, რომლებიც მათი დახმარებისთვის მზად არიან.

“ღმერთმა დაგლოცოთ” – ასე დაასრულა ტრამპმა მიმართვა.

https://www.facebook.com/CBSNews/videos/1072251816291010/