ანი ნადარეიშვილი – “მოძალადე თემურ აბაზოვი ციხიდან გამოუშვეს, 13-ჯერ გამართლებული ბაჩო ახალაია კი 2 წელი წინასწარ პატიმრობაში ყავდათ”

ანი ნადარეიშვილი - "მოძალადე თემურ აბაზოვი ციხიდან გამოუშვეს, 13-ჯერ გამართლებული ბაჩო ახალაია კი 2 წელი წინასწარ პატიმრობაში ყავდათ"მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ციხიდან გირაოთი გამოშვებას ანი ნადარეიშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“მარნეულის მერი აბაზოვი, რომელმაც მოქალაქეზე იძალადა და ეს ფაქტი მთელმა საქართველომ ვიხილეთ, გუშინ 10 ათას ლარიანი გირაოთი გაანთავისუფლა ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ. ეს მაშინ, როცა 13-ჯერ გამართლებული ბაჩო ახალაია 2 წელიწადი წინასწარ პატიმრობაში ყავდათ და უკვე მეშვიდე წელია ლადო ბედუკაძის,ტრისტან წითელაშვილის და მოსკოვიდან სკაიპით ჩართული ჯაშუში სერგეი ჩაპლიგინის ჩვენებებით ზის ციხეში.”