არიენ რობენმა სეზონის ბოლოს შესაძლოა კარიერა დაასრულოს

არიენ რობენმა სეზონის ბოლოს შესაძლოა კარიერა დაასრულოს

მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა განაცხადა რომ ბაიერნიდან წასვლის შემდეგ მან შესაძლოა კარიერა დაასრულოს. რობენის თქმით ის გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს:

”ბაიერნიდან წასვლა ჩემთვის რთულია, რადგან ამ გუნდში ბევრი სეზონი გავატარე და უამრავი კარგი მოგონება მაქვს. ჯერჯერობით არ ვიცი რას ვიზამ მომავალ სეზონში. შესაძლოა კარიერაც დავასრულო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”–განაცხადა რობენმა.

რობენი ბაიერნის ღირსებას 2009 წლიდან იცავს.