ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავს დაფრენისას ბორბალი დაეშვა

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავს დაფრენისას ბორბალი დაეშვა“ბათუმელების” ინფორმაციით, 2 დეკემბერს ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის თვითმფრინავს ერთი ბორბალი დაეშვა.
ამის შესახებ „ბათუმელებს“ მგზავრმა უთხრა, რომელიც თავად იმყოფებოდა თვითმფრინავში.

მისი თქმით, დასაფრენ ზოლზე დაშვება ავარიული არ ყოფილა. აეროპორტში იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურიც, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აეროპორტში უსაფრთხოების გამო იმყოფებოდნენ და ეს არ ყოფილა განსაკუთრებული ინციდენტი.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ ინფორმაცია დაუდასტურეს.

ნიუპოსტი