ბელარუსი მეკარე ავტოავარიაში დაიღუპა

ბელარუსი მეკარე ავტოავარიაში დაიღუპაბელორუსიის ვიტებსკის მეკარე ანდრეი შჩერბაკოვი ავტოავარიას ემსხვერპლა. მასთან ერთად მის ცოლ-შვილიც დაიღუპა. შემთხვევა 17 დეკემბერს, ღამის საათებში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ავარიის მიზეზი.

შჩერბაკოვი თავის დროზე ბატეშიც ირიცხებოდა, მაგრამ იქ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და გუნდი დატოვა. თავის დროზე შჩერბაკოვი ბელორუსიის ნაკრებშიც იყო და ეროვნული გუნდის მაისურით მას რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.