„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა“ – ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა“ - ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალაბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ერთი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრების თქმით, მოზარდს თავს დაესხნენ და სასტიკად ცემეს, რამაც ბიჭის კომამდე მიყვანა გამოიწვია.

ბადალოვების მტკიცებით, მათი შვილი  სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა.

.„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა,“ – აცხადებს იდაიფ ბადალოვი.

მისივე მტკიცებით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა, სამართალდამცავები მას არ აკავებენ, რადგან ის არასრულწლოვანია.

თანასოფლელი ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ, ამბობენ, რომ ისმაილს ხელი კრეს და ის დაეცა.

სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მოზარდის თანასოფლელები, ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძინე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს 11 დეკემბერს გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის ბოლნისში, სახლში გადაასვენეს.