“დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა” – რას წერდა ნიკა რურუა 3 წლის წინ

"დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა" - რას წერდა ნიკა რურუა 3 წლის წინკულტურის ყოფილი მინისტრი და საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა 10 ფაქტის შესახებ 2015 წელს venue.ge -სთან საუბრობდა:

1. ვარ დიპლომირებული მუსიკის მასწავლებელი;

2. მიმუშავია მუშად და მტვირთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში;

3. ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი;

4. ვარ იურისპრუდენციის დოქტორი (Juris Doctor), რომელი ხარისხიც აშშ-ში მომენიჭა;

5. გადაღებული ვარ რამდენიმე ეპიზოდურ როლში პოპულარულ ქართულ ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი”, “უძინართა მზე”, “გარსევანი”;

6. პირადად შევხვედრივარ ადამიანს, ვინც იცნობდა საბჭოთა დიქტატორ სტალინს;

7. ვიყავი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის იდეის ავტორი და ძეგლის მოხსნის საზოგადოებისთვის ტელევიზიით პირველი გამომცხადებელი;

8. ვარ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი და ექსპოზიციის მოწყობის მონაწილე;

9. ვარ დაჯილდოებული გორგასლის ორდენით აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის;

10. დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა და რომელიც დღესაც მიყვარს და არასდროს მავიწყდება.

პრაიმ ტაიმი